ღოღნაშოს წითელი ტყემალი
ღოღნაშოს ტემალი სხვა ტყემლებთან შედარებით მეტად ტკბილია, ამიტომ ის განსაკუთრებით უხდება ღორის ხორცს და ფრინველს. მისი მომზადების წესი პრაქტიკულად იგივეა, რაც სხვა ტყემლების. წითელი ტყემალი შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ ღოღნაშოსგან, მხოოდ წოთელი ტყემლისგან ან ღოღნაშსა და ტყემლისგან. დღეს ჩვენ გამოვიყენებთ ღოღნაშოს და წითელ ტყემალს თანაბარი პროპორციით.
დაგვჭირდება:
1 კგმწიფე წითელი ტყემალი
1 კგ ღოღნაშო
1 თავი ნიორი (დაახლოებით 10-12 კბილი)
1-2 მწარე წითელი წიწაკა
1 დიდი კონა აყვავებული ქინძი
1 დიდი კონა კამა
1 პატარა კონა ომბალო
მარილი
ტყემალი და ღოღნაშო კარად გავრეცხოთ, გადავიტანოთ მოზრდილ ემალირებულ ჯამში, დავასხათ 3 ჭიქამდე წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. დიდხანს ხარშვა არ დასჭირდება, მალე ჩაითუთქება და დარბილდება. გადავწუროთ, წვენი შევინახოთ და გავხეხოთ. გავაზავოთ თავისივე წვენით სასურველ სისქემდე.
მწვანილი, ნიორი, წიწაკა დავაბლენდეროთ, დავამატოთ მარილი, შევურიოთ ეს მასა ტყემალს და კარგად მოვურიოთ.
შეზავებული ტყემალი დავდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთამდე, თან ხშირ-ხშირად ვურიოთ, რომ არ მიგვეწვას.
მოხარშული მდუღარე ტყემალი ჩავსახათ გასტერილებულ ქილებშ და მოვხუფოთ.
გემრიელად მირთვით!