ქათამი ბრინჯით მექსიკურად
გადავწყვიტე მექსიკური ქათმის კიდე ერთი რეცეპტი დამედო, უფრო ნოყიერი და სრულფასოვანი კერძი, რომლიც მომზადებაც ასევე ძალიან მარტივია და წინა რეცეპტს ძალიან ჰგავს, უბრალოდ გამდიდრებულია ბრინჯით, ლობიოთი და სიმინდით.
დაგვჭრდება:
500 გ ქათმის ფილე
2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
1 ცხარე წიწაკა ან ჩილი
1 ჭ. გრძელი ბრინჯი (იდეალურია ბასმატი ან ჟასმინი)
1 პატარა ქილა კონსერვირებული სიმინდი
1 პატარა ქილა კონსერვირებული წითელი ლობიო
150 გ ნედლი მწვანე ლობიო ან გაყინული მწვანე ბარდა
1 საშუალო ხახვი
3-4 კბილი ნიორი
1 ს.კ. ტომატი
მარილი
ტობასკო ან ცხარე ჩილის სოუსი (თქვენი გემოვნებით, გააჩნია რამდენად ცხარე გიყვართ)
ნახევარი ლიმნის წვენი
ნახევარი ჩ. კ. ორეგანო
4 ს.კ. ზეთი (ზეითუნის, მზასუმზირის ან სიმინდის-თქვენი გემოვნებით)
მარილი
ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში ისე, რომ ოდნავ დააკლდეს მზადყოფნამდე (ალ დენტე). გადავწუროთ.
სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, შემდეგ ჩავყაროთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა ან ჩილი, ოდნავ მოვხალოთ და დავუმატოთ მომცრო ზომის კუბებად დაჭრილი ქათამი.
ქათამი შევბრაწოთ, შემდეგ დავუნატოთ ნახევარი ჭიქა წყალი და ბთუშოთ დაახლოებით 10 წუთი.
ამის შემდეგ, დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ლობიო, სიმინდი, ბრინჯი.
ცალკე პატარა ჯამში გავხსნათ ტომატი ერთ ჭიქა წყალთან, დავუმატოთ ლიმნის წვენი, ორეგანო, ტობასკო, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, კარგად მოვურიოთ და დავასხათ ეს სოუსი ჩვენს ქათამს. ნელ ცეცხლზე ვთუშთ სოუსთან ერთად. დაახლოებით 10 წუთში ჩვენი კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!