top of page

ქათამი მექსიკურად

გუშინ საღამოს ჩემმა მეგობარმა მომაგონა ეს რეცეპტი, ჰოდა დღეს მეც გადავწყვიტე მომემზადებინა ქათამი მექსიკურად. თქვენც გაგიზიარებთ.

ქართველებს მექსიკური სამზარეულო განსაკუთრებით მოგვწონს, რადგან ბევრი მექსიკური პროდუქტი ჩვენში წმინდა ქართულად მოისაზრება. საკმარისია თუნდაც ლობიო და სიმნდი ვახსენოთ. ამის გარდა, მექსიკურ სამზარეულოში ხშირად იყენებენ ცხარე ჩილის და ესეც კარგად ეხამება ქართველების სიყვარულს ცხარე წიწაკისადმი.

დღეს ჩვენ ვამზადებთ კერძს, რომელიც შეგვიძლია მივირთვათ დამოუკიდებლად, ასევე ბრინჯის გარნირთან. ამის გარდა, შეგვიძლია გავახვიოთ ტორტილიაში და ნამდვილი მექსიკური ტაკოს, ბურიტო ან ფახიტას მივიღებთ. ან, უფრო შორს წავიდეთ და ტორტილიაში გახვეული ქათამი ტაფაზე შევწვათ ან ღუმელში გამოვაცხოთ, ჩილის სოუსი მოვასხათ და უგემრიელესი ენჩილადას მივირთვათ... მოკლედ, ვარიაციები მრავალია და თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომელის ხასიათზე ხართ დღეს. ჩვენ მარტივად და გემრიელად მოვამზადებთ ქათმის ფახიტას, ხოლო ტორტილიას ნაცვლად გამოვიყენებთ ლავაშს.

დაგვჭრდება:

500 გ ქათმის ფილე

2 სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა

1 ცხარე წიწაკა ან ჩილი

1 საშუალო ხახვი

3-4 კბილი ნიორი

1 ს.კ. ტომატი

მარილი

ტობასკო ან ცხარე ჩილის სოუსი (თქვენი გემოვნებით, გააჩნია რამდენად ცხარე გიყვართ)

ნახევარი ლიმნის წვენი

ნახევარი ჩ. კ. ორეგანო

4 ს.კ. ზეთი (ზეითუნის, მზასუმზირის ან სიმინდის-თქვენი გემოვნებით)

მარილი

სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, შემდეგ ჩავყაროთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა ან ჩილი, ოდნავ მოვხალოთ ყველაფერი ერთად და დავუმატოთ გრძელ ისრებად დაჭრილი ქათამი.

ქათამი შევბრაწოთ, შემდეგ დავუმატოთ ასევე ისრებად დაჭრილი ორივე ბულგარული წიწაკა.

ცალკე პატარა ჯამში გავხსნათ ტომატი ერთ ჭიქა წყალთან, დავუმატოთ ლიმნის წვენი, ორეგანო, ტობასკო, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, კარგად მოვურიოთ და დავასხათ ეს სოუსი ჩვენს ქათამს. ნელ ცეცხლზე ვთუშთ სოუსთან ერთად დაახლოებით 10 წუთი.

თუ არ დაგეზარებათ, გახუხეთ ლავაში ტაფაზე, მოასხით ზევიდან ქათმის შიგთავსი და გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page