top of page

ბადრიჯნის პიცა ჯულია ჩაილდის რეცეპტით

  • 9 сент. 2015 г.
  • 1 мин. чтения

ბადრიჯნის მომზადების ათასი ხერხი არსებობს. დღეს არჩევანი არაჩვეულებრივი ჯულია ჩაილდის რეცეპტზე შევაჩერეთ. მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი გამოდის.

დაგვჭირდება:

2 საშალო ზომის ბადრიჯანი

1 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

3 საშუალო ზომის პომიდორი

ზეითუნის ზეთი

3 ს.კ. გახეხილი პარმეზანი (ან სხვა მყარი ყველი თქვენი გემოვნებით)

მარილი

ბადრიკანი დავჭრათ მრგვალ 2 სმ სისქის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ ასე ქაღალდის ხელსახოცზე, სითხეს სანამ არ გამოუშვებს (15-20 წუთით).

ამის შემდეგ, გავამშრალოთ ბადრიჯანი, დავალაგოთ ისინი ზეთწასმულ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი, მოვაყაროთ ჩვენი მწვანილების ნაკრები და დავაფაროთ ფოლგა. შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ დაახლოებით 29 წუთი 180 გრადუსზე.

ამასობაში, ტაფაზე ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და პომიდორი. ვთუშოთ 10 წუთი, დავუმატოთ მარილი. არ გადაამარილოთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველიც მარილიანია.

ბადრიჯანს მოვასხათ პომიდვრის სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კიდე რამოდენიმე წუთით შევდოთ ღუმელში.

როგორც კი ყველი დადნება, ბადრიჯნის პიცა მზადაა.

Bon Appétit!

Комментарии


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page