ატმის ნამცხვარიManana17 сент. 2015 г.1 мин. чтенияსანამ არომატული ატამი მოილევა, ჩვენ კიდე ერთი ნამცხვრის გამოხობას მოვასწრებთ. თუმცა, ზამთარში ამ საქმისთვის ატმის კომპოტიც გამოდგება. დაგვჭირდება:200 გ კარაქი1,5 ჭ. შაქარი3 კვერცხი3 ს.კ. არაჟანივანილისოდა ძმრით2 ჭ. ფქვილი500 გ ატამიშაქრის პუდრა კარგად გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი, დავიმატოთ კვერცხი, არაჟანი, ვანილი, შემდეგ სოდა ძმრით და ბოლოს ფქვილი.ატამი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, შემდეგ ჩავასხათ ცომი, დავალაგოთ ზევიდან ლამაზად ატამი და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.გემრიელად მიირთვით!