ვაშლის მურაბა ნუშით და ჯინჯერით
დარიჩინი და ვაშლი ხომ ყველასათვის ცნობილი უგემრიელესი ტანდემია. თუ თქვენ ამ კომბინაციას ჯინჯერსაც დავამატებთ, ის მურაბას განუმეორებელ პიკანტურ ნოტებს შესძენს.
დაგვჭრდება:
2 კგ ვაშლი
2 კგ შაქარი
1 ჩხირი დარიჩინი (ან დანის წვერზე დაფქული დარიჩინი)
2 ცერა თითის ზომის ჯინჯერის ნაჭერი
150 -200 გ დარჩეული ნუში
2 ჭ. წყალი
1 ლიმნის წვენი და ცედრა
მურაბისთვის ვიყენებთ მაგარი სორტის ვაშლს.
ნუშის ნაცვლად შეგიძლიათ თხილი ან ნიგოზიც გამოიყენოთ, მაგრამ ნუში განსაკუთრებულ არომატსა და გემოს აძლევს ამ მურაბას.
ვაშლი გავთალოთ, ამოვაცალოთ გული. მომცრო ზომის ვაშლები დავტოვოთ მთელ-მთელი, ხოლო მოზრდილი ზომის, დავჭრათ ორად ან ოთხად.
ვაშლი ჩავალაგოთ ჯამში და მოვასხათ ლიმნის წვენი, ფერი რომ არ შეიცვალოს.
ცალკე მოვამზადოთ სიროპი. ავადუღოთ შაქარი და წყალი, შემდეგ დავუმატოთ დარიჩინი და ვხარშოთ სანამ სიროპი ცოტა არ გასქელდება.
ამის შემდეგ, ცხელ სიროპში ჩავალაგოთ ვაშლი და დავტოვოთ გაგრილებამდე.
შემდეგ ვუმატებთ მოხალულ ნუშს, ჯინჯერს და ლიმნის ცედრას და ისევ ვადუღებთ და ვხარშავთ მზადყოფნამდე, დაახლოებით 20 წუთი.
გამზადებული მურაბიდან უნდა ამოვიღოთ ჯინჯერი და დარიჩინის ჩხირი.
ცხელი მურაბა ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
გემრიელად მიირთვით!