ნორმანდიული მსხლის ნამცხვარი
მსხლის დესერტები ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ დღეს ისეთი გემრიელი ფრანგული ნამცხვის რეცეპტი გამახსენდა, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ და თქვენც აუცილებლად უნდა სცადოთ ერთხელ მაინც. ხოლო თუ ერთხელ გასინჯავთ, დარწმუნებული ვარ, კიდე ბევრჯერ მოამზადებთ ამ ნამცხვარს.
დაგვჭრდება:
150 გ შაქარი
150 გ კარაქი
2 კვერცხი
150 გ არაჟანი
250 გ ფქვილი
სოდა ძმრით
ვანილი
500 გ მსხალი
2-3 ს.კ. მსხვილად დაჭრილი ნიგოზი (ან ნუში)
დანის წვერზე დაფქული მიხაკი და დარიჩინი
5-6 ს.კ. კონიაკი ან რომი
2 ს.კ. თაფლი
შაქრის პუდრა
ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ.
შაქარი და დარბილებული კარაქი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ არაჟანი, სოდა ძმრით, ვანილი, მიხაკ-დარიჩინი, ფქვილი. ბოლოს დავუმატოთ ნიგოზი და ფრთხილად მოვურიოთ.
ცომი გადმოვიღოთ საცხობ ფორმაში. ფორმაში წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი. ცომი გადავასწოროთ და დავალაგოთ ზევიდან ლამაზ, თხელ ნაჭრებად დაჭრილი მსხალი და შევდოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.
ამასობაში, ცალკე გავხსნათ კონიაკი და თაფლი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2-3 წუთით და თან ვურიოთ.
გამომცხვარ, ჯერ კიდე ცხელ ნამცხვარს მოვასხათ ჩვენი ბრენდი და დავტოვოთ სრულ გაგრილებამდე.
გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მსხლის ნამცხვარს უხდება ათქვეფილი ნაღები.
გემრიელად მიირთვით!