top of page

ლიმნის ნამცხვარი ქოქოსის ფანტელით


დღეს საღამოს ვაცხობთ ნამცხვარს,რომელიც მიუხედავად თავისი სიმარტივისა, უგემრიელესი გამოდის.

დაგვჭირდება:

4 კვერცხი

1 ჭ. შაქარი

100 გ კარაქი

1 ჭ. რძე

2 ლიმნის წვენი და ცედრა

0,5 ჭ. ქოქოსის ფანტელი

0,5 ჭ. ფქვილი

შაქრის პუდრა

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, რძე, ლიმნის წვენი და ცედრა. ნელ-ნელა დავუმატოთ ქოქოსის ფანტელი, თან სულ ვთქვიფოთ. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი.

გამოგვივა თხელი ცომი.

ცომი ჩავასხათ ფორმაში, რომელშიც წინასწარ უნდა ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი.

გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებუო ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.

ნამცხვრის მზადყოფნა შევამწმოთ ხის ჩხირით.

გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ამ ნამცხვარს გამსაკუთრებით მოუხდება ყავა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page