top of page

ქათმის რულეტი ისპანახით და სულგუნით


დღეს ჩვენ იტალიურ კერძს ქართულად მოვამზადებთ და ქათამს პესტოს და მოცარელას შიგთავსის ნაცვლად ისპანახით და სულგუნით გავაკეთებთ.

დაგვჭირდება:

2 მთელი ნაჭერი ქათმის მკერდი, ან 4 ნახევარი (კანისა და ძვლების გარეშე)

150 გ ისპანახი

1 კბილი ნიორი

4 საშუალო ნაჭერი სულგუნი

ზეითუნის ზეთი

მარილი, წიწაკა

მოვამზადოთ 4 თანაბარი ნაჭერი ქათმის ფილე და დავბეგვოთ ისე, რომ გაბრტყელდეს დაახლოებით 0,5 სმ სისქემდე. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ზეთში ოდნავ მოვთუშოთ გაჭყლეტილი ნიორი და დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი. მოვთუშოთ დარბილებამდე. დავუმატოთ ოდნავ მარილი და წიწაკა.

ქათმის ნაჭრებს დავადოთ ისპანახი, შემდეგ თითო ნაჭერი ყველი და გადავახვიოთ რულეტივით. დავამაგროთ ხის ჩხირებით.

ტაფას ან საცხობ ფორმას მოვუსვათ ცოტა ზეთი, დავალაგოდ ჩვენი რულეტები. რულეტებს ზევიდანაც გადავუსვათ ოდნავ ზეთი, კარგად რომ დაიბრაწონ და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page