top of page

ცხელი სენდვიჩები ლორით და ყველით

დღეს საუზმეზე მოვამზადოთ ამერიკული კულინარიული კლასიკა- ცხელი სენდვიჩები ლორით და ყველით.

2 სენდვიჩისთვის დაგვჭირდება:

4 ნაჭერი თეთრი პური

2 ნაჭერი ლორი

4 ნაჭერი ყველი

1 პომიდორი

2 ჩ. კ. მდოგვი

20 გ კარაქი

პურის ნაჭრებს ერთ მხარეზე წავუსვათ კარაქი, პომიდორი დავჭრათ თხელ რგოლებად.

ავაწყოთ სენდვიჩი შემდეგი წესით:

პურის ნაჭერს ვდებთ კარაქით ქვევით. გადავუსვათ მას მგოგვი (თუ მდოგვი მაინც დ ამაინც არგიყვართ, შეგიძლიათ ეს ეტაპი გამოტოვოთ), შემდეგ დავდოთ ლორი, ყველი, პომიდორი და დავადოთ ზევიდან მეორე ნაჭერი პური ისე,რომ კარაქიანი მხარე გარედან აღმოჩნდეს.

სენდვიჩები დავდოთ ცივ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page