სემლა- შვედური ფუნთუშა კრემით
დღეს საოცრად გემრიელი დესერტი გვაქვს- შვედური ფუნთუშა სემლა. თვითონ შვედები თვლიან, რომ ეს მსოფლიოში უგემრიელესი ფუნთუშაა და მართლაც, რთულია მათ არ დაეთანხმო. ფუმფულა ცომი, ნაზი კრემი და მარციპანი- საოცრი კომბინაციაა!
დაგვჭირდება:
25 გ მშრალი საფუარი
300 მლ რძე
1 კვერცხი
100 გ შაქარი
მწიკვი მარილი
0,5 ჩ.კ. დაფქული კარდამონი
100 გ კარაქი
დაახლოებით 1 კგ ფქვილი
შიგთავსისთვის:
3 ს.კ. რძე
კრემისთვის:
200 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
3 ს.კ. შაქრის პუდრა
დამატებით:
1 კვერცხი მოსასმელად
შაქრის პუდრა ზევიდან მოსაყრელად
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ კვერცხი, შაქარი, მარილი, კარდამონი, გამლღვალი კარაქი და ფქვილი ნელ-ნელა. მოვზილოთ ცომი და ვზილოთ რამოდენიმე წუთი, სანამ არ გახდება პრიალა და ერთგვაროვანი.
დავტოვოთ ცომი სითბოში ამოსაფუებლად დაახლოებით 1 საათით.
საცხობ ფორმაში (დაახლოებით 24 სმ დიამეტრის), რომელსაც გვერდები ეხსნება, ფსკერზე ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი.
ცავდოთ ფორმაში ჩვენი ამოფუებული ცომი და დავჭრათ 8-12 ნაწილად. დავტოვოთ სითბოში კიდე 30 წუთით, შემდეგ კი გადავუსვათ ცომს ათქვეფილი ერთი კვერცხი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით.
გამომცხვარი ფუნთუშა გავაგრილოთ ფორმაში, შემდეგ გავჭრათ ჯერ სიბრტყეზე, შემდეგ ნაჭრებად, როგორც დანიშნულია და ყველა ნაჭერს ამოვღრუტნოთ პატარა ბურთულა.
მარციპანი და რძე ავურიოთ ერთმანეთს. უნდა მივიღოთ წებოვანი მასა.
ამ მასით ამოვავსოთ ამოღრუტნული ადგილები ჩვენ ფუნთუშაში.
ავთქვიფოთ ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად და გადავუსვათ ფუნთუშას თანაბრად. ზევიდან დავაფაროთ ზედა ნაწილი და მოვაყაროთ შაქრის პუდრა
გემრიელად მიირთვით!