top of page

ფრანგული ბაგეტი ქათმის შიგთავსით


დღევანდელი რეცეპტი გამოადგებათ მათ, ვისაც ნოყიერი საუზმე უყვარს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემსავით ყოველ დილას ამზადებს საუზმეს ბავშვებისთვის და ატანს მათ სკოლაში.

ეს სენდვიჩი ბევრჯერ გამოგიყვანთ მდგომარეობიდან.

ქათმის შეგთავსის მომზადება წინა საღამოსაც შეიძლება, მეორე დილას მხოლოდ სენდვიჩის აწყობა მოგიწევთ.

დაგვჭირდება:

1 ც. ქათმის მკერდი

3 კვერცხი

200 გ ჰოლანდიური ყველი

1 ვაშლი (რაც მჟავე, მით უკეთესი)

რამოდენიმე ღერი კამა და ოხრახუში

2 ს.კ. არაჟანი

2 ს.კ. მაიონეზი

მარილი

ქათამიმოვხარშოთ მარილწყალში და დავძენძოთ. მსხვილ სახეხზე გავხეხოთ კვერცხი, ყველი და ვაშლი. ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთს, დავუმატოთ მწვანილი, მაიონეზი,არაჟანი, მარილი. კიდე კარგად მოვურიოთ. შიგთავსი მზადაა.

ფრანგულიბაგეტი გავჭრათ სიბრტყეზე, დავდოთ ერთ ნახევარზე ქათმის შიგთავსი, ზევიდან დავადოთ მეორე ნახევარი და გავჭრათ შუაზე.

გამოგვივა 2 სენდვიჩი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page