top of page

პასტა კრევეტების სოუსით


პასტა ზღვის პროდუქტებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, მარტივი და გემრიელი კერძია. ერთადერთი "სირთულე" -ზუსტად უნდა გათვალოთ დრო, რომ პასტა და კერევეტების სოუსი ერთდროულად მომზადდეს.

ამისთვის მე პირველ რიგში ვადუღებ წყალს პასტის მოსახარშად და პარალელურად ვიწყებ ცოუსის მომზადებას.

მოკლედ, შევუდგეთ.

დაგვჭრდება:

500 გ პასტა (სპაგეტი, ლინგვინი, ფეტუჩუინი)

დაახლოებით 10-12 ცალი საშუალო ზომის კრევეტი

3 კბილი ნიორი

პატარა კონა ოხრახუში

1მოზრდილი ლიმნის წვენი და ცედრა

მარილი

შავი წიწაკა

წითელი ცხარე წიწაკა ან ჩილი

100 მლ თეთრი მშრალი ღვინო

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გრ კარაქი

2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი

სანამ ადუღდება წყალი, მოვამზადოთ და გავასუფთავოთ კრევეტები.

გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი. დავუმატოთ კარაქი, შემდეგ დანით დაჭყლეტილი ნიორი და ცხარე წიწაკა და 1 წუთი ვხალოთ, ნიორმა და წიწაკამ თავისი არომატი რომ გამოუშვას (წიწაკის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, გააჩნია რამდენად ცხარე გიყვართ, მაგრამ ნახევარ ჩაის კოვზს ნუ გადააჭარბებთ).

შემდეგ დავყაროთ ტაფაზე გასუფთავებული კრევეტები. ვხალოთ, სანამ ფერს არ შეიცვლიან (დაახლოებით 5 წუთი). კრევეტებს დავამატოთ ლიმნის წვენი, ღვინო, მარილი, შავი წიწაკა და კარგად მოვურიოთ. ვთუშავთ კიდე ერთი-ორი წუთი.

პარალელურად მოვხარშთ პასტა ალ დენტე.

დავამატოთ ჩვენ კრევეტებს პასტა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ლიმნის ცედრა, ამოურიეთ და გამოვრთოთ ქურა.

მირთმევის წინ, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page