top of page

გამომცხვარი ლეღვი თხის ყველით


კიდე ერთი უგემრიელესი აპეტაიზერი ლეღვისგან.

დაგვჭირდება:

4 ლეღვი

100 გ თხის ყველი

100 გ ნიგოზი

4 ჩ.კ. თაფლი

ცოტაოდენი კუანტრო ან ფორთოხლის ლიქიორი

ლეღვი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და თითოეული ნაყოფი გავსეროთ ჯვარედინად. ლეღვი არ უნდა გავჭრათ ბოლომდე, არ დაგვეშალოს.

შუაგულში ჩავდოთ პატარა ნაჭერი ყველი(ყველი ცოტა დავსრისოთ) და ზევიდან დავადოთ მსხვილად დანაწევრებული ნიგოზი.

მოვასხათ თითო კოვზი თაფლი და ოდნავ ლიქიორი კუანტრო.

გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page