თხილის ტორტი მასკარპონეს კრემით
უგემრიელესი ტორტი განსაკუთრებული შემთხვევისთვის.
ცომისთვის დაგვჭირდება:
3 კვერცხი
150 გ თხილი
1 ჭ. შაქარი
100 გ კარაქი
200 გ არაჟანი
1 ჭ. ფქვილი
სოდა ძმრით
ვანილი
მწიკვი მარილი
დანის წვერზე დარიჩინი
3 ს.კ. დაჭრილი თხილი
კრემისთვის დაგვჭირდება:
250 გ მასკარპონე
2 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. შაქრის პუდრა
200 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
მოსართავად:
სეზონური ხილი (ჩვენ შემთხვევაში ლეღვი და ყურძენი)
დაჭრილი მოხალული თხილი ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე. ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი
დარბილებული კარაქი, შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, არაჟანი, ვინილი, მარილი, სოდა ძმრით, დარიჩინი, ფქვილი.
ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი თხილი.
გავანაწილოთ ცომი ორ თანაბარ ნაწილად და გამოვაცხოთ ორი ბისკვიტი. ვაცხობთ დაახლოებით 25-30 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტები ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ.
მასკარპონე კარგად გავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად. შემდეგ დავუმატოთ ცივი ნაღები და კიდე კარგად გავთქვიფოთ.
გადავდოთ 1/3 მასკარპონეს კრემი ცალკე ჯამში და დავუმატოთ კაკაო.
ცივ ბისკვიტებს შუაში წავუსვათ მუქი კრემი, ხოლო ზევიდან და გვერდებზე- თეთრი. კარგად გადავასწოროთ ზედაპირი და გვერდები.
ტორტის გვერდები მოვრთოთ მოხალული თხილით, ხოლო ზედაპირი- ხილით.
შგიძლიათ მოსართავად გამოიყენოთ მარციპანის ყვავილებიც.
გემრიელად მიირთვით!