top of page

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ლეღვის, ატმის, პროშუტოს და სალათის გარნირით


ჩვენი დღევანდელი კერძი ძალიან გემრიელია, ორიგინალურად და ლამაზადაა წარმოდგენილი და თან მარტივი მოსამზადებელია. მოკლედ, თამამდ შეგიძლიათ დაპატიჟოთ სტუმრად მეგობრები და გაუმასპინძლდეთ მათ.

დაგვჭირდება:

3 ნაჭერი ქათმის ფილე (ძვლის და კანის გარეშე)

6 ნაჭერი პროშუტო

1 საშუალო კონა რუკოლა და სხვა სალთების მიქსი

100 გ ნიგოზი

1 ვაშლატამა ან მკვრივი ატამი

4 ცალი შავი ლეღვი

100 გ როქფორი ან სხვა ყველი, თქვენი გემოვნებით

ერთი ტოტი როზმარინი

პატარა კონა ბაზილიკი

1 პატარა თავი ხახვი

2 ს.კ. ბალზამიკო

1 ს.კ. თაფლი

4 ს.კ. ზეთი

1 ს.კ. მდოგვი

20 გ კარაქი

მარილი, წიწაკების მიქსი

ქათმის ფილე კარგად გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ტაფა გავახუროთ, მოვასხათ 2 ს.კ. ზეთი, შემდეგ დავდოთ კარაქი და მოვბრაწოთ ქათამი ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.

როგორც კი ქათამი გაოქროსფერდება, დავადოთ ქათამს როზმარინის ტოტი და გადავიტანოთ იმავე ტაფით ღუმელში გამოსაცხობად. (180 გრადუსი, დაახლოებით 20 წუთი, დამოკიდებულია ქათმის ნაჭრის სიდიდეზე).

ნიგოზი დავანაწევროდ მსხვილ ნაჭრებად და ოდნავ მოვხალოთ.

ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად, დავიმატოთ მდოგვი, ზეთი, ბალზამიკო და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი, მარილი და წიწაკა და მოვურიოთ.

მოზრდილ თეფშზე ერთ კუთხეში დავალაგოთ სალათების მიქსი, ზევიდან დავადოთ პროშუტო, გვერდზე მივუწყოთ ლამაზად დაჭრილი ქათმის ხორცი, იქვე დავალაგოთ ოთხად დაჭრილი ლეღვი და თხლად დაჭრილი ატამი. ზევიდან მოვაყაროთ ნიგოზი და მოვაფშვნად ყველი. მოვასხათ დრესინგი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page