top of page

ფრიტატა ქათმით და ყველით


დაგვჭირდება:

8 კვერცხი

150 გ ქათმის ფილე

1 ბულგარული წიწაკა

ნახავარი თავი ბროკოლი

2 კბილი ნიორი

1თავი ხახვი

შავი წიწაკა

მარილი

40 გ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

100 გ გახეხილი ჩედარი ან სხვა ყველი თქვენი გემოვნებით

ქათმის ხორცი დავღრად მომცრო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ ტაფაზე. ტაფა უნდა გავახუროთ და დავასხათ 1 კოვზი ზეთი, შემდეგ დავდოთ ცოტა კარაქი.

ბროკოლი მოვწალოთ მარილიან წყალში.

ქათამი და ბროკოლი შეგიძლიათ მოამზადოთ წინასწარ.

ტაფა გავახუროთ, დავასხათ ზეთი , დავამატოთ კარაქი, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოდნავ შევბრაწოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შემდეგ ბულგარული, ბროკლი. ცოტა რომ მოითუშება, დავუმატოთ ქათმის ფილე.

კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ცოტა მარილი და წიწაკა, გახეხილი ყველი და დავასხათ ბოსტნეულს. დავაფაროთ თავსახური. დაახლოებით 5 წუთში ჩვენი ფრიტატა მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page