ნიოკი სოკოთი, რუკოლას და ნიგვზის პესტოს სოუსით
იტალიური ნიოკი (gnocchi)- კარტოფილის ცომის ბრთულები- ძალიან გემრიელი, მარტივი და პრაქტიკული რამეა. ჩვენ ადრე შემოგთავაზეთ ქათმის ბულიონი ასეთი ცომის ბურთულებით, დღეს კი გემრიელ იტალიურ სადილს მოვამზადებთ.
ნიოკის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
500 გ კარტოფილი
1 კვერცხი
150 გ ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
პესტოს სოუსისთვის დაგვჭირდება:
ერთი მოზრდილი კონა რუკოლა
1 კბილი ნიორი
1 ლიმნის წვენი
500 გ პორტო ბელო ან შამპინიონი
პატარა კონა ოხრახუში
მარილი
შავი წიწაკა
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
150 გ ნიგოზი
20 გ კარაქი
150 გ გახეხილი პარმეზანი
კარტოფილი მოვხარშოთ თავის კანიანა, გავფცქვნათ და თბილი გავატაროთ ან დავტკეპნოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზოლოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქე ლენტებად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
ავადუღოთ წყალი, ვამატოთ ოდნავ მარილი და მოვხარშოთ გნოჩი პორციებად. ვხარშავთ დაახლოებით 10 წამი, როგორც კი ამოტივტივდება ზედაპირზე-მზადაა.
მოვამზადოთ პესტო: ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ, შემდეგ ერად დავაბლენდეროთ ზეთი, ნიგოზი, რუკოლა, ნიორი, ლიმნის წვენი და 100 გ პარმეზანი.
სოკო შევქვათ კარაქში, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
ტეფშზე მოვათავსოთ ნიოკი, სოკო, მოვასხათ პესტოს სოუსი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დარჩენილი გახეხილი პარმეზანი. ერთხელ ამოვურიოთ და ჩვენი კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
P.S. გნოჩი შეგიძიათ მოამზადოთ წინასწარ, გაყინოთ მაცივარში და მოხარშოთ უშუალოდ მირთმევის წინ.
მაგრამ თუ გნოჩის გაკეთება ძალიან გეზარებათ, შეგიძილათ იგივე წესით ჩვეულებრივი პასტაც მოამზადოთ.