top of page

ლიმონის ფილები ( Lemon Square Bars)


თუ თქვენ ჩევნ ბლოგს თვალყურს ადევნებთ, აუცილებლად შენიშნავდით, რომ რამდენიმე პროდუქტის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევით. ერთ-ერთი მათთაგანი- ლიმონია.

ლიმონს ვიყენებთ ხორცთან, სალათებში, წვნიან კერძებში და რა თქმა უნდა, დესერტებში.

გულწრფელად ვაღიარებთ ფავორიტიზმს და დღევანდელ საღამოსაც ლიმონს ვუძღვნით.

გამოვაცხოთ ნამცხვარი, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკაში და მას ლიმნის ოთხკუთხედ ფილებს- Lemon Square Bars უწოდებენ.

ჯადოსნური ლიმნის ფილებისთვის დაგვჭირდება:

ცომი:

3,5 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი

300 გ კარაქი

მწიკვი მარილი

ვანილი

ლიმნის ფენა:

6 კვერცხი

2 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

4 ლიმნის წვენი

2 ლიმნის ცედრა

კარაქი დავადნოთ, შაქარი, მარილი, ვანილი და ფქვილი კარგად ავურიოთ ერთმანეთს და ჩავასხათ შიგნით დამდნარი კარაქი. მოვურიოთ და ხელით მოვზილოთ ცომი.

ოთხკუთხედ საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და გავანაწილოთ ზევიდან თანაბრად ჩვენი ცომი. დავტკეპნოთ ხელით და შევდოთ გამოსაცხობად 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით15 წუთით.

ამასობაში, კარგად ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ შაქარი, ფქვილი. კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ლიმნის ცედრა და წვენი.

როგორც კი გამოვიღებთ ღუმელიდან ჩვენ ძირს, დავასხათ ზევიდან ლიმნის ცომი და შევდოთ უკან ამჯერად 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. ვაცხობთ დაახლოებით 30 წუთი, სანამ გული არ გამაგრდება.

გამოღების შემდეგ, ნამცხვარი კარგად უნდა გაცივდეს. უმჯობესია, რამოდენიმე საათი მაცივარში გაატაროს.

შემდეგ დავჭრათ ჩვენი ჯადოსნური ლიმნის ნამცხვარი ოთხკუთხედებად და მოვაყაროთ შაქრის პუდრა (სწორედ ასე-ჯერ ვჭრით, შემდეგ ვაყრით პუდრას). მიართვით ნამცხვარი თქვენს ოჯახის წევრებს და ნახეთ, როგორ აუცახცახდებათ მათ მუხლები სიამოვნებისგან!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page