top of page

სახლში გამომცხვარი პური პესტოთი


დამეთანხმეთ, რომ სახლში გამომცხვარ პურს არაფერი სჯობს! მით უმეტეს, თუ ეს პური გემრიელი შიგთავსითაა.

რადგან ჩვენ დღეს იტალიური სამზარეულოს ირგვლივ ვტრიალებთ, პურსაც პესტოთი გამოვაცხობთ.

დაგვჭირდება:

500 გ ფქვილი

3 ჩ.კ. მშრალი საფუარი

2 ჩ.კ. მარილი

1 ს.კ. შაქარი

350 მლ რძე

პესტოს სოუსი კედარის თხილით მზადდება, მაგრამ რადგან ძალიან ძვირი და იშვიათი პროდუქტია, ჩვენ ნიგვზით შევცვალოთ და ესეც ძალიან გემრიელია

დაგვჭირდებვა:

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 კბილი ნიორი

2 ს.კ. გატარებული ნიგოზი

2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი

პატარა კონა ბაზილიკი (თუ ვერ ნახეთ, ოხრახუშიც ძალიან კარგია)

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი. ფქვილი ჩავყაროთ მოზრდილ ჯამში, დავუმატოთ მარილი, შემდეგ ჩავსახათ საფუარიანი მასა და კარგად მოვზილოთ ცომი. დავდოთ ცომი თბილ ადგილას ამოსაფუებლად.

ამასობაშ, მოვამზადოთ პესტო. ამისათვის ყველა ინგრედიენტი ერთად დავაბლენდეროთ.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ. გადავუსვათ პესტო, დავახვიოთ და გამოვძერწით სასურველი ფორმის პურები.

დავდოთ ჩვენი პურები საცხბ სინზე, გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ კიდე 20-30 წუთი.

ამოფუებული პურები გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page