top of page

ფუნთუშები ლორით და ყველით


ძალიან კარგი იდეა გემრიელი და მარტივი საუზმისთვის.

დაგვჭირდება:

550 გრ ფქვილი 2 ჩ.კ. საფუარი 350 მლ რძე 70 გრ კარაქი 2-3 ს.კ. შაქარი 1 ჩ.კ. მარილი

ან 500 გ მზა ​ფენოვანი ცომი

შიგთავსისთვის:

12 ნაჭერი ჰოლანდიური ყველი

12 ნაჭერი ლორი

შავი წიწაკა

ორეგანო

მოვამზადოთ ფუნთუშების ცომი, ან მარტივად, გამოვიყენოთ მზა ფენოვანი ცომი, რომელსაც წინასწარ გამოვიღებთთ საყინულედან და გავალგვობთ.

გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სმ სისქემდე.

დავდოთ ზევიდან ლორი, შემდეგ ყველი და გადავახვიოთ.

უნდა გამოგვივიდეს მჭიდრო რულეტი. ეს რულეტი დავჭრათ 12 თანაბარ რგოლად. დავალაგოთ ჩვენი ფუნთუშები საცხობ ფორმაზე.

მოვაყაროთ ზევიდან შავი წიწაკა და ცოტა ორეგანო.

შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად დაახლოებით 20 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page