შავი ქლიავის მურაბა ქიშმიშით და ნიგვზით
ზამთრისთვის მზადებას წელს ამ ჯემით ვასრულებთ.
ჩვენ უკვე გავაკეთეთ შავი ქლიავის ჯემი. დღეს კიდე ერთ ძალიან საინტერესო კომბინაციას შემოგთავაზებთ.
დაგვჭირდება:
2 კგ შავი ქლიავი (არ უნდა იყოს გადამწიფებული, მკვრივი ხილი აარჩიეთ)
1800 გ შაქარი
100 გ შავი, მოზრდილი ზომის უწიპწო ქიშმიში
200 გ ნიგოზი
1 ლიმონი
50მლ მუქი რომი ან რომელიმე მსგავსი არომატული მაგარი სასმელი (ბრენდი, კონიაკი)
1 ჩ.კ. დარიჩინი
პირველ რიგში კარგად გავრეცხოთ ქიშმიში, გადავავლოთ მდუღარე და გადავწუროთ.
დავასხათ ქიშმიშს რომი, გადავაკრათ საკვები ცელოფანი და დავტოვოთ მინიმუმ 4 საათი ასეთ მდგომარეობაში. შეგვიძლია მთელი ღამითაც დავტოვოთ.
გავრეცხოთ ქლიავი, გავყოთ შუაზე და მოვაშოროთ კურკები. დავუმატოთ ლიმონის წვენის წვენი, 2 ჭიქა წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ ჭაქარი. ვხარშოთ დაახლოებით 30 წუთი, გასქელებმადე, შემდეგ დავუწიოთ ნიგოზი, ქიშმიში და დარიჩინი. ვადუღოთ კიდე ერთი 10 წუთი.
გავანაწილოთ ცხელი მურაბა გასტერლებულ ქილებში და მოვხუფოთ.
გემრიელად მიირთვით!