top of page
Поиск

გამომცხვარი ვაშლი ნაყინის ქუდით

  • Manana
  • 1 окт. 2015 г.
  • 1 мин. чтения

დღეს საღამოს ძალიან გემრიელი და სასარგებლო დესერტი გვექნება. გამოვაცხობთ ვაშლს და შიგთავსისთის გამოვიყენებთ პროდუქტს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო ბავშვეისთვის და იმ უფროსებისთვისაა, ვისაც დაბალი წნევა ან დაბალი ჰემოგლობინი აქვს.

დაგვჭირდება:

4 ვაშლი

2 ჩ.კ. თაფლი

100 გ დაჭრილი ნიგოზი (ან ნებისმიერი სხვა თხილეული, რომელიც გიყვართ)

3 ს.კ. ქიშმიში

1 ჩ.კ. დარიჩინი

დანის წვერზე-მუსკატი

1 ს.კ. ლიმნის წვენი

1 ს.კ. კარაქი

4 ს.კ. წყალი

ვანილი ნაყინი

ვაშლი კარგად გავრეცხოთ, ამოვიღოთ გული და ჩავდოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. იქვე ჩავასხათ წყალი-ასე ვაშლი არ მიგვეწვება.

კარგად გარეცხილი ქიშმიში, ნიგოზი, თაფლი, დარიჩინი, მუსკატი- კარგად ავურიოთ და გამოვტენოთ ვაშლი. ზევიდან დავადოთ პატარ-პატარა კარაქის ნაჭერი და მოვასხათ ლიმნის წვენი.

ფორმას დავაფაროთ თავსახური და შევდოთ 180-190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით.

გამომცხვარ ვაშლს დავადოთ ვანილის ნაყინი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page