top of page

ჟოლოს ტარტი (Tartelettes aux Framboises)

ჟოლოს სეზონის მოსვლას განსაკუთრებით ველოდები ხოლმე.
პირველი მიზეზი ისაა,რომ შემოდგომა წელიწადის ყველა დანარჩენ დროს მირჩევნია. მეორე- ჟოლოსგან საოცრად გემრიელი დესერტების მომზადება შეიძლება.
ერთ-ერთი- ჟოლოს ტარტი- ფრანგული მოხარშული კრემით და ხრატუნა ცომით, საკმაოდ მარტივად მზადდება, ამავე დროს ძალიან დახვეწილად გამოიყურება და რაც მთავარია, უგემრიელესია!

მოცემული რაოდენობიდან გამოგივათ 12 ცალი პატარა ან 2 დიდი ტარტი. ჩვენ დღეს პატარა ტარტებს ვაცხობთ.

ცომისთვის დაგვჭირდება:

125 გ კარაქი

115 გ შაქრის პუდრა

5 კვერცხის გული

300 გ ფქვილი

კრემისთვის დაგვჭირდება:

500 მლ რძე 5 კვერცხის გული 100 გრ შაქრის პუდრა

30 გრ ფქვილი 30 გრ სახამებელი ვანილი დანის წვერზე

70-100 გ კარაქი

დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, შემდეგ ფქვილი. კარგად მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ცელოფანი და შევდოთ მაციავრში 1-2 საათით.

ამის შემდეგ, ცომი იოლად გაბრტყელდება. გავანაწილოთ ცომი 12 თანაბარ ნაწილად გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტების ფორმაში. გამოვაცხოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. ჩვენი ტარტები კარგად უნდა შევარდისფრდეს.

გაგრილებული ტარტები შევავსოთ ფრანგული კრემით პატისიერ და მოვრთოთ ჟოლოთი. მოსართავად მხოლოდ საღი და ლამაზი ხილი გამოიყენეთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page