ფანქეიქები მწვანე ხახვით კვერცხ-პაშოტთან ერთად
დაგვჭირდება:
500 მლ რძე
4 კვერცხი
300-350 გ ფქვილი
1 კონა მწვანე ხახვი
1 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ. ზეთი
კვერცხი-პაშოტის მოსამზადებლად მომცრო ზომის ქვაბში ვასხავთ წყალს, ვადუღებთ, ვასხავთ შიგ ძმარს, ვყრით მწიკვ მარილს, ცეცხლს ვუწევთ მინიმუმამდე, ვურევთ და ზუსტად შუაგულში ფრთხილად ვახლით 2 კვერცხს. ზუსტად 1 წუთში გადმოვდგავთ ქვაბს ცეცხლიდან და კვერცხს კიდე 10 წუთი ვტოვებთ წყალში.
ამასობაში, კარგად გავთქვიფოთ ერთად რძე, კვერცხი და ფქვილი. დავუმატოთ მარილი, ზეთი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. ცომი უნდა გამოვიდეს ჩვეულებრივზე ოდნავ სქელი.
შევბრაწოთ ჩვეულებრივზე ოდნავ სქელი და მომცრო ბლინები ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე.
მიირთვით ბლინები კვერცხ-პაშოტტან ერთდ!