top of page

კაპრეზე პორტობელო ნივრით


დაგვჭირდება:

200 გ სოკო პორტობელი, რაც შეიძლება მსხვილი

6-7 პომიდორი ჩერი

3 კბილი ნიორი

2ს.კ. ზეითუნის ზეთი

პატარა კონა ბაზილიკი

150გ გახეხილი მოცარელა

მარილი, წიწაკა

2 ს.კ. ბალზამიკო

პომიდორი გავჭრათ ოთხათ, დავუმატოთ ზეთი, დაჭრილი ბაზილიკი, ნიორი, მარილი და წიწაკა. კარგად მოვურიოთ.

სოკოს ქუდები გამოვტენოთ ამ ნაზავით და დავალაგოთ ტაფაზე. მოვაყაროთ ზევიდან ყველი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

გამმცხვარი სოკო ოდნავ გავაგრილოთ და მოვაყაროთ ცოტა წვრილად დაჭრილი ბაზილიკი და მოვასხათ ბალზამიკოს ძმარი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page