ქოთანში გამომცხვარი ხორცი ნაღებისა და თეთრი ღვინის სოუსში
აცივდა და ნელ-ნელა ნოყიერი ცხელი კერძების დროც მოდის. მაცივარში საზამთროს და მსუბუქი სალათების ადგილს ნელ-ნელა მსუყე ხორცის კერძები იკავებს.
წვიმიანი შემოდგომის მოსვლას ჩვენ ამ უგემრიელესი კერძით ვხვდებით.
დაგვჭირდება:
500 გ კართოფილი
500 გ ღორის ფილე
100 გ ლორი
2 თავი ხახვი
20 გ კარაქი
100 მლ თეთრი მშრალი ღვინო
100 მლ წყალი
100 მლ ნაღები (10-15%)
2 ღერი ქორფა ქონდარი (ან დანის წვერზე- ხმელი)
შავი წიწაკა, მარილი
100 გ დაფხვნილი ჩედარი ან რომელიმე სხვა მყარი ყველი
კარტოფილი მოვხარშოთ, მაგრამ არ ჩავხარშოთ.
ტაფაზე შევწვათ კარაქში დაჭრილი ხორცი, გადავდოთ.
იგივე ტაფაზე მოვბრაწოთ ლორი (ან ბეკონი), დავუმატოთ ხახვი და ოდნავ შევბრაწოთ. დავუმატოთ ხორცი, წვრილად დაჭრილი ქონდარი, მარილი და შავი წიწაკა. კარგად მოვურიოთ, დავასხათ ღვინო, წყალი, დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20-25 წუთი.
ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსამდე.
ნაღები და ყველი ავურიოთ ერთმანეთს.
ქოთანში ჩავდოთ მსხვილად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, შემდეგ მოთუშული ხორცი. მოვასხათ ნაღები და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით!