ისპანახის და ყველის მზესუმზირა
- 10 окт. 2015 г.
- 1 мин. чтения

ცომისთის დაგვჭირდება:
500 გ ფქვილი
5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
200 მლ მშრალი თეთრი ღვინო
1 ს.კ. მარილი
შიგთავსისთვის დაგვჭირდება:
500 გ ისპანახი
300 გ სულგუნი (არ უნდა იყოს ჭყინტი)
1 კვერცხი
1-2 ს.კ. საფანელი
მარილი, წიწაკა
ცალკე-1 კვერცხის გული და ცოტაოდენი მზესუმზირის ან სეზამის მარცვლები
ფქვილი მოვათავსოთ ღრმა ჯამში, დავუმატოთ მარილი, ღვინო და ზეთი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და გადავდოთ, რომ დაისვენოს.
ამასობაში,მოვხარშოთ ისპანახი, კარგად დავწუროთ და დავჭრათ წვრილად. დავუმატოთ გახეხილი ყველი, კვერცხი, გემოვნებითმარილი და წიწაკა (თუ სულგუნი მარილიანია, შეიძლება მარილი საერთოდ არც დავამატოთ).
ცომი გავყოთ ორ ნაწილად. დავაბრტყელოთ ერთი დაახლოებით 30 სმ წრეზე. გადავდოთ საცხობ ფორმაზე. მოვაყაროთ საფანელი და დავდოთ ისპანახის შიგთავსი- ნაწილი ცენტრში, მეორე ნაწილი გავანაწილოთ კიდეზე.

გავაბრტყელოთ მეორე ასეთივე წრე და დავაფაროთ პირველს. კარგად დავამაგროთ კიდეები, ხოლო ცენტრს დავაფაროთ მომცრო ზომის ჯამი და მოვხაზოთ პატარა წრე.

შემდეგ, ჩავჭრათ ცომი წრეზე დაახლოებით 3-3 სმ მანძილზე და ამოვაბრუნოთ ყოველი ჩაჭრილი ნაწილი 90 გარდუსით.

გამოზადებულ ღვეზელს გადავუსვათ კვერცხის გული, მოვაყაროთ შუაგულში ცოტა მზესუმზირის მარცვლები და ვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ რუმელში დაახლოებით ნახევარი საათი.
ჩვენი მზესუმზირა მზადაა, გემრიელად მიირთვით!


Комментарии