top of page

მსხლის სალათი როკფორით

  • 10 окт. 2015 г.
  • 1 мин. чтения

შაბათ-კვირის მენიუ გადავწყვიტეთ ამ ძალიან ნაზი და გემრიელი სალათით დავიწყოთ.

დაგვჭირდება:

4 მსხალი

50 გ ფსტა (ფისტაში)

2 ს.კ. არაჟანი

1 კვერცხის გული

პატარა კონა რუკოლა (უმჯობესია მიკრომწვანილი რუკოლა)

150 გ როკფორი

ფისტაში ოდნავ მოვხალოთ.

თეფშებზე დავალაგოთ თითო თხლად დაჭრილი მსხალი, მოვაყაროთ ნიგოზი.

ცალკე ჯამში ავთქვიფოთ არაჟანი და100 გ ყველი, დავდოთ ნელ ცელზე და გავაჩეროთ, სანამ ყველი არ გადნება. შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხის გული, თან სულ ვურიოთ. სოუსი არ უნდა ადუღდეს, მხოლოდ ოდნავ უნდა გასქელდეს.

მოვასხათ ეს სოუსი ჩვენ მსხალს და მოვაყაროთ დარჩენილი როკფორი. იქვე მოვრთოთ მიკრომწვანილით.

სალათს ძალიან უხდება ახალი შებრაწული ტოსტები.

გემრიელად მიირთვით!

Комментарии


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page