შოკოლადის და ნიგვზის მერენგები (ბეზე)10 окт. 2015 г.1 мин. чтенияძალიან მსუბუქი და ძალიან გემრიელი ფრანგული დესერტი, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არავის. დაგვჭირდება: 4 კვერცხის ცილა მწიკვი მარილი რამოდენიმე წვეთი ლიმნის წვენი 180 გ შაქრის პუდრა 100 გ დაფქული ნიგოზი 100 გ დაფქული შავი შოკოლადი ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ მწიკვი მარილი და რამოდენიმე წვეთი ლიმნის წვენი-ასე უფრო ჰაეროვან მასას მივიღებთ. როგორც კი მასა გამყარდება, დავუმატოთ ნელ-ნელა შაქრის პუდრა. ვთქვიფოთ დაახლოებით 10 წუთი. უნდა გამოგვივიდეს მკვრივი პრიალა ბეზე. ბოლოს დავამატოთ ნიგოზი და შოკოლადი და ფრთხილად მოვურიოთ კოვზით. დავსვათ პატარა ბეზეები საცხობ ფორმაზე და შევდოთ 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. ბეზეს ვაცხობთ 2- 2,5 საათი. გამზადებული ბეზე მოვრთოთ ნიგვზით და შოკოლადით გემრიელად მიირთვით!
Комментарии