top of page

გამომცხვარი გოგრა კარტოფილით, ნივრით და პომიდორი ჩერით


თუ თქვენ გოგრა ჩემსავით გიყვართ, ერთხელ სცადეთ და ცოტა განსხვავებულად მოამზადეთ.

დაგვჭირდება:

1 გოგრა

2 მოზრდილი, ვარდისფერი, ტკბილი კარტოფილი

10-12 ცალი ომიდორი ჩერი

2 თავი წითელი ხახვი

100 მლ ზეითუნის ზეთი

4-5 ღერი ბეგქონდარა

1 თავი ნიორი

ნახევარი ლიმნის წვენი

მარილი, წიწაკა

გოგრა გავრეცხოთ,გავარჩიოთ, გადავდოთ თესლები და გავანაწილოთ ნაჭრებად. ასევე, კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და 4 ნაწილად გავჭრათ. გავფცქვნათ ხახვი და გავჭრათ ისიც ოთხ ან ექვს ნაწილად.

მოვათავსოთ ყველაფერი ერთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, ბეგქონდარა, დავაჭყლიტოთ ნიორი, მოვასხათ ზეთი, ლიმნის წვენი და კარგად მოვურიოთ.

შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ 200 გრადუსამდე გახრებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთით.

ამის შემდეგ, დავუმატოთ პომიდორი, გავანაწილოთ ისე, რომ ზეთმა და სუნელებმა დაფაროს პომიდორიც . და შევდოთ ღუმელში კიდე დაახლოებით 10-15 წუთით,სანამ პომიდორი არ დაიწყებს დარბილებას.

გამომცხვარ ბოსტნეულს მოვაყაროთ შებრაწული გოგრის თესლი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page