top of page

გამომცხვარი კარტოფილი ყველით და ბეკონით


კიდე ერთი შესანიშნავი, მარტივი რეცეპტი, რომელსაც არ სჭირდება ბევრი დრო და ცოდნა. სწრაფად მზადდება და გამოდის არომატული გემრიელი საუზმე ან ვახშამი, რომელიც უფროსებსაც და უმცროსებსაც ძალიან მოსწონთ.

დაგვჭირდება:

4 ცალი მოზრდილი კარტოფილი

100 გ კარაქი

4 თხელი ნაჭერი ყველი

4 ფირფიტა ბეკონი

100 გ არაჟანი

მარილი, წიწაკა

კანიანი კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, შემდეგ ჩავჭრათ ისე, როგორც ფოტოზეა. ბოლომდე არ უნდა გავჭრათ.

ჩავალაგოთ ჩაჭრილ ადგილებში კარაქი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45-60 წუთით გამოსაცხობად.

ამის შემდეგ გამოვიღოთ კარტოფილი ღუმელიდან, ჩავდოთ შიგნით თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები და შევაბრუნოთ ღუმელში კიდე დაახლოებით 5-10 წუთით.

ყველი ამასობაში გადნება.

ჩვენ კი მოვამზადოთ ბეკონი. დავჭრათ და შევბრაწოთ რამოდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე.

წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი.

გამზადებულ კარტოფილს დავადოთ თითო კოვზე არაჟანი, მოვაყაროთ ბეკონი და მწვანე ხახვი, კიდე ცოტაოდენი მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page