შოკოლადის კექსი
შოკოლადი ალბათ ყველაზე საყვარელი დესერტია ბევრი თქვენთაგანისთვის. ჩემი შვილებისთვისაც, ყველაზე საყვარელი ტკბილეული- შოკოლადია.
დღეს ვამზადებთ ნამცხვარის, რომელიც, ალბათ, ჩვენთან სახლში ყველაზე ხშირად კეთდება. ძალიან ადვილი მოსამზადებელია, რეზულტატი კი ყოველთვის შესანიშნავია.
დაგვჭრდება:
3 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
100 გ კარაქი
1 ჭიქა არაჟანი
1,5 ჭიქა ფქვილი
სოდა ძმრით, ვანილი
2 დიდი ფილა შავი შოკოლადი
2 ს.კ. კაკაო
ცალკე
1 დიდი ფილა შავი შოკოლადი
50 მლ რძე ან ნაღები
2 ს.კ. თხლად დაჭრილი ნუში ან ნიგოზი
შოკოლადი და კარაქი ერთად გავალღვოთ დაბალ ცეცხლზე ან ორთქლზე.
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი კარაქთან ერთად, არაჟანი. ბოლოს დავუმატოთ კაკაო, ფქვილი, სოდა ძმრით და ვანილი.
ჩავასხათ ფორმაში (ფორმაში წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი) და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთით.
გამომცხვარ ნამცხვარს მოვასხათ შოკოლადის მინანქარი. ამისთვის რძე და შოკოლადი ერთად დავადნოთ დაბალ ცეცზლზე და ცხლივე მოვასხათ ჩვენ კექსს. ბოლოს მოვაყაროთ ნუში ან ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით!