top of page

პიცის როლები


თქვენ თუ ფიქრობთ, რომ პიცას შემთხვევაში მხოლოდ შიგთავსია ცვლადი კომპონენტი, ძალიან ცდებით. დღეს ჩვენ მის ფორმასაც შავცვლით და აი ასეთ ფუნთუშებს-როლებს მოვამზადებთ. გნებავთ, საუზმეზე მიირთვით, გნებავთ-ვახშამზე. ეს რეცეპტი მაშინაც კი გამოგადგებათ, როცა ფურშეტს ამზადებთ.

ცომისთვის დაგვჭირდება:

3 ჭიქა ფქვილი

1ჭიქა წყალი

2 ჩ.კ. საფუარი

1 ჩ.კ. მარილი

1 ჩ.კ. შაქარი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

შიგთავსისთვის:

100 გ მოცარელა

100 გ პარმეზანი ან რომელიმე სხვა მყარი ყველი

0,5 ჩ.კ. ორეგანო

პიცა-როლებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ფენოვანი ცომიც, მაგრამ დღესკლასიკურ საფუარის ცომს ვამზადებთ: თფქვილი და საფუარი ერთად ავურიოთ. თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და მარილი და დავუმატოთ ფქვილს. დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და მოვზილოთ ცომი. ვზილოთ, სანამ ცომი პრიალად ა მკვრივი არ გახდება. შემდეგ გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ ამოსაფუებლად თბილ ადგილში დაახლოებით 1,5-2 საათით.

ამის შემდეგ, გავანაწილოთ ცომი ორად. გავაბრტყელოთ თხლად ერთი ნაწილი. ცომს წავუსვათ მარინარა. დავალაგოთ ზევიდან მოცარელას რგოლები, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და ცოტაოდენი ორეგანო.

მჭიდროდ გადავახვიოთ ცომი რულეტივით და დავჭრათ 3-4 სმ სისქის როლებად. ვმუშაობთ იგივე პრინციპით, როგორც დარიჩინიანი სინაბონების გამოცხობის დროს.

ჩავალაგოთ ჩვენი პიცა-როლები საცხობ ფორმაში და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

P.S. ჩვენ მოვამზადეთ პიცა-მარგარიტას ვარიაცია, ხოლო თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ შიგთავსისთი , მოაკლოთ ან დაამატოთ სხვა, თვენთვის საყვარელი ინგრედიენტი (სოკო, ლორი, ხახვი, ბულგარული წიწაკა და სხვა).

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page