top of page

ფახლავა ნიგვზითა და ქიშმიშით


ამ აღმოსავლური დესერტის სამშობლო თურქეთია. ამბობენ, სულთანის მთავარმაკულინარმა ერთ დღეს ცომი ისე გააბრტყელა, რომ ის გამჭვირვალე გახდა და მისი მეშვეობით წიგნის წაკიტხვაც კი შეიძლებოდა. სულთანს განსაკუთრებულად მოეწონა ეს დესერტი და მან მისი უკვდავყოფა ბრძანა.

თურქეთიდან ფახლავას რეცეპტი საბერძნეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და სხვა ქვეყნებში გაავრცელდა. საქართველოში ყველაზე ცნობილი აჭარული ბაქლავაა, რომლისთვისაც ასევე მინიმუმ 20 უთხელეს ცომის ფენა ამზადებენ. ჩვენ დღეს გაცილებით მარტივი, არანაკლებ გემრიელი ვარიანტით შემოვიფარგლებით.

ცომისთვის დაგვჭრდება:

400 გ კარაქი ან კარგი ხარისხის სპრედი (მარგარინი)

5 ჭიქა ფქვილი

5 კვერცხის გული

500 გ მაწონი ან არაჟანი

1 ჩ.კ. სოდა, ვანილი

შიგთავსისთვის დაგვჭრდება:

5 კვერცხის ცილა

3 ჭიქა შაქარი

მწიკვი მარილი

ვანილი

250 გ დაჭრილი ნიგოზი

250 გ ქიშმიში

50 გ კარაქი

დამატებით, 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. არაჟანი- ზევიდან გადასასმელად

დარბილებული კარაქი და ფქვილი ერთად ხელით მოვზილოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები. მაწონში ან არაჟანში გავხსნათ სოდა და ისიც დავუმატოთ ცომს. აქვე უქნათ ვანილი და კარგად მოვზილოთ ცომი. უნდა გამოვიდეს ელასტიური ცომი, რომლიც კარგად გაბრტყელდება.

ცომი გავყოთ 4 ნაწილად და შევინახოთ 1 საათით მაცივარში.

ამასობაშ, კარგად გავთქვიფოთ ცილები, დავუმატოთ მწიკვი მარილი, შემდეგ ნელ-ნელა შაქარი, ბოლოს ვანილი. უნდა გამოგვივიდეს ბეზეს მასა.

ნიგოზი დავჭრათ და ოდნავ მოვხალოთ. ასევე ქიშმიშიჩ, ოდნავ მოვხალოთ კარაქში. ავურიოთ ნიგოზი და ქიშმიში ერთად. განანაწილოთ სამად.

სათითაოდ გამოვიღოთ ცომის ნაწილები მაცივრიდან და გავაბრტყელოთ.

პირველი ფენა მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე, გადავუსვათ ზევიდან მესამედი ბეზე, მოვაყაროთ ერთი ნაწილი ნიგოზი და ქიშმიში, შემდეგ მეორე ფენა ცომი, ისევ ბეზე და ნიგოზის და ქიშმიშის ნაზავი. მესამე ფენას გადავუსვათ დარჩენილი ბეზე, დავაყაროთ უკანასკნელი ულუფა ნიგოზი და ქიშმიში, გადავასწოროთ და დავადოთ ზევიდან ბოლო მეოთხე ფენა ცომი. ცომს დაგავუსვათ კვერცხის გული გათქვეფილი არაჟანთან ერთად. შეგიძიათ ზედა ფენა მორთოთ ნიგვზით.

ბასრი დანით დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page