დღეს გადავწყვიტეთ მოვამზადოთ დონატები დარიჩინით. თან ეს დონატები ჩვენ კი არ მოვხარშოთ ზეთში, არამედ გამოვაცხოთ ღუმელში.
დაგვჭირდება:
320 მლ რძე
2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
130 გ შაქარი
600-700 გ ფქვილი
2 კვერცხი
ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი
ვანილი
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
70 გ კარაქი
თეთრი მინანქრისთვის:
1 ჭიქა შაქრის პუდრა
2 ს.კ. რძე
100 გ კარაქი
ნახევარი რძე და კარაქი დავდოთ დაბალ ცეცხლზე და კარაქის გალღვობამდე გავაჩეროთ. დავუმატოთ შაქარი, მარილი, შემდეგ მეორე ნახევარი ცივი რძე. შევამოწმოთ მიღებული მასის ტემპერატურა, უნდა იყოს თბილი, მაგრამ არ უნდ აიყოს ცხელი. ჩავამატოთ საფუარი და 2 ს.კ. ფქვილი და მოვურიოთ. რამოდენიმე წუთში საფუარი ამოძრავდება. დავამატოთ კვერცხი, დარიჩინი, ვანილი და კარგად მოვურიოთ.
ცალკე მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ 600 გ ფქვილი და დავუმატოთ საფუარიანი მასა. მოვზილოთ ცომი. ხელს არ უნდა ეკრობოდეს. შევფუთოთ და დავტოვოთ თბილ ადგილში 1 საათით ამოსაფუებლად.
დრო რომ გავა, კიდე ერთხელ ჩავზილოთ და გავაჩეროთ ისევ 1 საათით.
ამის შემდეგ, გავაბრტყელოთ ჩვენი ცომი დაახლოებით 1.5სმ სისქემდე. ამოვჭრათ მრგვალი ფორმით დონატები. უფრო მომცრო ზომის ფორმით ამოვაჭრათ ჩვენ დონატებს გულები.
მოვამზადოთ ორი საცხობი ფორმა. ერთზე დავალაგოთ ჩვენი დონატები, მეორეზე -გულები. ეს იქნება მინი-დონატები ან დონატჰოლები, როგორც მათ ჩემი შვილები ეძახიან. დონატები ერთმანეთისგან 3-4 სმ მოშორებით დავალაგოთ, რადგან ღუმელშ ისინი კიდე მოიმატებენ ზომაში.
გადავაფაროთ ჩვენ დონათებს ჩაის ტილო და დავტოვოთ კიდე 35-45 წუთით ამოსაფუებლად.
გამოვაცოხოთ დონატები 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.
მოვამზადოთ თეთრი მინანქარი: შაქრის პუდრა გავცხრათ პატარა ჯამში, დავამატოთ ნელ-ნელა მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ. მასა რომ გასქელდება, დავამატოთ გამდნარი კარაქი და კარგად მოვურიოთ. როგორც კი მასა გახდება ერთგვაროვანი, მოვასხათ ჩვენ დონატებს.