top of page

ლობიოს, ნუტის და მწვანე ბარდას სალათი ველური ბრინჯით


ნუტი (სხვაგვარად ცხვრის ბარდა) ჩვენთან მაინც და მაინც პოპულარული არ არის. ის სულ რამოდენიმე წელია გამოჩნდა ჩვენს მაღაზიებში. არა და ძალიან სასარგებლო, ცილებით მდიდარი პროდუქტია. ახლო აღმოსავლეთში ის შეუცვლელია. სწორედ მისგან ამზადებენ ჰუმუსს.
ჩვენ კი დღეს მოვამზადებთ სალათს ლობიოსა და ნუტისგან, რომელიც განსაკუთრებით სასიამოვნო და სასარგებლო ცივ შემოდგომის და ზამთრის დღეებში იქნება.
დაგვჭირდება:
1ჭიქა წითელი ლობიო
1 ჭიქა ნუტი
1 ჭიქა თეთრი ლობიო
1 ჭიქა გაყინული მწვანე ბარდა
1 ჭიქა ველური და თეთრი ბრინჯის ნაკრები
1 კონა ქინძი
1 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა
2 წითელი ბულგარული
1-2 თავი წითელი ხახვი
2 ლიმნის ცედრა და წვენი
1 ს.კ. თაფლი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
ცალ-ცალკე მოვხარშოთ წითელი და თეთრი ლობიო, ნუტი, ბრინჯის ნაკრები. მწვანე ბარდას დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ.
ქინძ წვრილად დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი და წიწაკები.
ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთს.
მოვამზადოთ დრესინგი: თაფლი, ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი და ცედრა და მარილი ერთად ავთქვიფოთ და მოვასხათ ეს დრესინგი ჩვენ სალათს.
გემრიელად მიირთივთ!
Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page