ღორის ღორცი კარტოფილით და ვაშლით
დღეს ღორის ხორცის მოყვარულებს განსაკუთრებით ვასიამოვნებთ, რადგან მოვამზადებთ უგემრიელეს კერძს ხორცით, ვაშლით და კარტოფილით.
მათ, ვინც დიეტას იცავს, სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა ფოტოთი ტკბობისა.
დაგვჭირდება:
4 კარგი ნაჭერი ღორის სუკი
500 გ კარტოფილი
2 საშუალო ზომის ვაშლი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
რამოდენიმე ღერი ქონდარი
მარილი
შავი წიწაკა
კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. მოვწალოთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავწუროთ, მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა.
მოზრდილ კერამიკულ ფორმაში ჩავსხათ 2 კოვზი ზეთი შევდოთ 5 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, რომ გახურდება გამოვიღოთ, ჩავდოთ შიგნით კარტოფილი, მოვურიოთ და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.
ვაშლი გავყოთ რვა ნაწილად. ამოვაცალოთ გული. დავუმატოთ კარტოფილს, მოვურიოთ და გამოვაცხოთ ერთად კიდე 10-15 წუთი.
ამასობაში, ჩვენ ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. სქელძირიან ტაფაზე გავახუროთ დარჩენილი ზეთი და შევწვათ ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან დაახლოებით 8-10 წუთი. ბოლოს ტაფაში ჩავდოთ ქონდარის ფოთლები.
გამზადებული ხორცი ქონდარით ჩავდოთ კარტოფილთან და ვაშლთან ერთად , ფრთხილად მოვურიოთ და დავტოვოთ გამორთულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!