ბრეტონული ნამცხვარი
ჩვენი დღევანდელი ნამცხვრის სამშობლო -ფრანგული ბრეტანია.
ძცელათ ამ ნამცხვარს სპეციალურად მეზღვაურებისთვის ამზადებდენ. ის კარგად ინახება და შორეულ ქვეყნებში მიმავალ გემზე მეზღვაურები დიდხანს ტკბებოდენ მისი გემოთი და იგონებდენ მათ, ვინც ნაპირზე დატოვეს.
ბრეტანი საერთოდ გამოირჩევა თავისი ნამცხვრებით. მოგვიანებით ჩვენ მოვამზადებთ ასევე ბრეტანულ ფენოვან ტკბილ ფუნთუშებს და კიდე სხვა ნამცხვრებს.
ჩვენი დღევანდელი გმირი კი რაღაცით ქადებს ჰგავს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, კარგად ინახება და მოხერხებულია მისი თან ტარება, ამიტომ მე ხშირად ვატან მას ჩემ შვილებს სკოლაში, ლანჩისთვის.
ფაგვჭირდება:
250 გ კარაქი
250გ შაქრის პუდრა
300 გ ფქვილი
6 კვერცხის გული
1 ს.კ. ცივი წყალი
ვანილი
ზწვიდან მოსასმელად: 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. არაჟანი, 1 ს.კ შაქარი
ფქვილი გავცრათ და შევურიოთ შაქრის პუდრა,ვანილი, შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კარაქი დაავკეპოთ დანით ყველაფერი ერთად. დავუმატოთ კვერცხის გულები. დავუმატოთ ერთი ს.კ. ცივი წყალი და მოვზილოთ ცომი.
საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და შევეცადოთ სწორად გადავანაწილოთ ზევიდან ცომი. ზედაპირის გასწორება ყველაზე მერტივი სილიკონის კოვზითაა შესაძლებელი.
უნდა გამოვიდეს დაახლოებით 1,5 -2 სმ სისქის ფენა. ზევიდან ცომს გადავუსვათ არაჟანთან და შაქართან ათქვეფილი კვერცხის გული. შემდეგ ჩანგლით გავუკეთოთ ტალღები- ეს ბრეტონული ნამცხვრის დამახასიეთებელი ნიშანია.
ვაცხობთ ნამცხვარს 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთი.
ფორმაშივე ვაციებთ და შემდეგ გადმოვიღებთ.
გემრიელად მიირთვით!