ბრინჯი ბროკოლით ყველით და ქათმით
დაგვჭირდება:
500 გ ქათმის ფილე
500 გ ბროკოლი
1 ჭიქა ბრინჯი
200 მკ ნაღები
150 გ მყარი ყველი
მარილი, შავი წიწაკა
დანის წვერზე- მუსკატი
1 ს.კ. კარაქი
მოვხარშოთ ქათმის ფილე. დავჭრათ კუბებად.
მოვხარშთ ბრინჯი ალ დენტე (არ უნდა ჩავხარშოთ).
ბროკოლი დავანაწევროთ და მოვწალოთ რამოდენიმე წუთი. უნდა შერბილდეს, მაგრამ არ ჩაიხარშოს.
ნაღების დავუმატოთ მარილი, წიწაკა და მუსკატი.
ბროკოლი, ქათმის ფილე და ბრინჯი ერთად მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, რომელსაც წინასწარ უნდა წავუსვათ კარაქი. მოვაყაროთ გახეხილი ყველი (დაახლოებით 2 ს.კ. გადავინახოთ), მოვურიოთ მსუბუქათ, გადავანაწილოთ თანაბრად ფორმაში და მოვასხათ ნაღები.
მოვაყაროთ ზევიდან დარჩენილი ყველი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!