ნამცხვარი მთელ-მთელი ვაშლებით
სანამ ვაშლის სეზონია, ჩვენ არაერთხელ შემოგთავაზებთ ვაშლის ნამცხვრებს.
დღესაც ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს გთავაზობთ და ძალიან გემრიელ ნამცხვარს გამოვაცხობთ მთელ-მთელი ვაშლებით.
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
1 ჭ. შაქარი
2 კვერცხი
100 გ არაჟანი
1 ჭიქა ფქვილი
სოდა ძმრით, ვანილი
მწიკვი მარილი
7-8 საშუალო ზომის ვაშლი
7-8 ჩაის კოვზი თაფლი
100 გ თხილი, ნიგოზი ან ნუში
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ არაჟანი, ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი, მწიკვი მარილი. კარგად მოვურიოთ.
საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ჩავასხათ ცომი.
თხილი დავანაწევროთ და ოდნავ მოვხალოთ.
ვაშლი კარგად გავრეცხოთ, ამოვაცალოთ გული და ლამაზად გავანაწილოთ ცომიან ფორმაში. თითოეული ვაშლში გამოვტენოთ თითო კოვზი თაფლით და თხილით. მორჩენილი თხილი მოვაყაროთ ბისკვიტს ზევიდან.
გამოვაცხოთ ჩვენი ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი. გაგრილებულ ნაცხვარს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!