top of page

ტკბილი ფლავი გამომცხვარ გოგრაში


გთავაზობთ ყველასათვის ნაცნობი კერძის საინტერესო და ძალიან ლამაზ ინტერპრეტაციას. მოვამზადოთ ბრინჯის ფლავი გამომცხვარ გოგრაში.

დაგვჭირდება:

1 დიდი გოგრა (5-6 კგ)

3 ჭიქა თეთრი გრძელი ბრინჯი (მაგალითად, ჟასმინი)

200 გ ქიშმიში

200 გ კურაგა

200 გ შავი ქლიავის ჩირი

2 დიდი ვაშლი

2 ს.კ. შაქარი

მარილი

ვანილი

100 გ კარაქი

1 ს.კ. ზეითუნის ან სიმინდის ზეთი

გოგრა კარგად გავრეცხოთ, მოვაჭრათ თავი და ფრთხილად ამოვაცალოთ თესლი და ზედმეტი ქსოვილი. შიგნიდან დავსეროთ ბასრი დანით, შემდეგ ჩავასხათ შიგნით მდუღარე წყალი, დავაფაროთ თავი და დავტოვოთ ასე წყლის სრულ გაციებამდე.

ვაშლი გავრეცხოთ, ამოვაცალოთ გული და დავჭრათ თხლად.

ასევე, გავრეცხოთ კარგად კურაგა, ქლიავი და ქიშმიში. ხილი მოვათავსოთ ერთად, მოვაყაროთ შაქარი, ვანილი და მოვურიოთ.

ბრინჯს დავასხათ წყალი, დავუმატოთ 1 ჩ.კ. მარილი და წამოვადუღოთ. ბრინჯი მოვხარშოთ ალ დენტე, არ უნდა ჩავხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ და გავავლოთ ცივი წყალი.

გოგრიდან გადავასხათ წყალი. ჩავდოთ შიგნით ერთი ჭიქა ბრინჯი, შემდეგ მოვაყაროთ ჩირის ნახევარი ულუფა, შემდეგ ისევ ერთი ჭიქა ბრინჯი, დავადოთ ზევიდან პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილი 50 გ კარაქი, შემდეგ მეორე ნახევარი ჩირი, ზევიდან უკანასკნელი ჭიქა ბრინჯი და ისევ კარაქი.

ბრინჟს წყალს აღარ ვუმატებთ, რადგან გოგრა გამოყოფს წვენს.

გარედან გოგრას წავუსვათ ზეთი, კარგად გადავაფაროთ ფოლგა და ვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათი. შემდეგ მოვაცალოთ ფოლგა და ვაცხოთ კიდე 30-40 წუთი (გოგრის სიდიდეს გააჩნია), სრულ მზადყოფნამდე.

პორციებად განაწილების დროს, ბრინჯი უნდა ამოვიღოთ გოგრის ნაჭრებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page