top of page

ღუმელში გამომცხვარი პალტუსის ფილე კამის ბალიშზე


ეს უგემრიელესი რესტორინის დონის კერძი სიმანდვილეში უმარტივესად მზადდება. ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს კამის სქელი ბოლქვიანი ძირების შეძენა, მაგრამ თუ ვერ იშოვეთ, ჩვეულებრივი კამა გამოიყენეთ.

დაგვჭირდება:

2 საშუალო პალტუსის ფილე

2 ბოლქვი კამა (ან ერთი კონა სქელძირიანი კამა)

1 ლიმონი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

შავი წიწაკა, მარილი

თხლად დავჭრათ კამის ბოლქვები. თუ ბოლქვები ვერ იშოვეთ, მაშინ კამის სქელი ძირები დაჭერით, ფოთლები მხოლოდ გასაფორმებლად დაგვჭრდება.

ზეითუნის ზეთი გავახუროთ ტაფაზე, რომელსაც შემდგომში ღუმელში შევდებთ. დავუმატოთ კარაქი, ჩავყაროთ კამა და დაახლოებით 5 წუთი ვთუშოთ საშუალო ცეცხლე, თან ხშირ-ხშირად ვურიოთ. დავუმატოთ მარილი და წიწაკა, ლიმნის წვენი, 50 მლ წყალი.

პალტუსის ფილე გავასუფტავოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და დავადოთ კამის ფენას ზევიდან. ფილეზე დავალაგოთ თხლად დაჭრილი ლიმონი.

გამოვაცხოთ ფილე 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთი. დრო დამოკიდებულია თევზის სიდიდეზე, ამიტომ გამოღების წინ შეამოწმეთ კერძის მზადყოფნა.

მიირთვით ცხელ მდგომარეობაში ბრინჯის, კარტოფილის ან ბოსტნეულის გარნირთან ერთად!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page