top of page

განსაკუთრებული ხორცის ღვეზელი


ეს რეცეპტი ინტრენეტში ვნახე და ძლაინ მომეწონა იდეა. რეცეპტში პატარა ცვლილებები შევიტანე და ჩემს გემოვნებას უფრო მოვარგე, ჰოდა ახლა თქვენც გიზიარებთ.

მოკლედ, თუ მოვინდომებთ, ჩვეულებრივი ხორცის ღვეზელს აი ასეთ ჯადოსნურ ქრიზანტემად შეგვიძლია ვაქცევთ! ოდნავ მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ შედეგისთვის, დამეთანხმეთ, ღირს!

შიგთავსისთვის დაგვჭირდება:

500 გ საქონლის ხორცის ფარში (შეგიძლიათ შერეულიც გამოიყენოთ)

1 მოზრდილი თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

მარილი

შავი წიწაკა

50 გ კარაქი

150 გ მყარი ყველი

ცომისთის დაგვჭირდება:

500 გ ფქვილი

130 მლ რძე

120 მლ მაწონი

2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

1 ს.კ. შაქარი

1 ჩ.კ. მარილი

1 კვერცხი

6 ს.კ. ზეთი

ცალკე-1 კვერცხის გული და 1 ს.კ. რძე

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ მარილი. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი. რომ ამოძრავდება, დავამატოთ ოთახის ტემპერატურის მაწონი, კვერცხი. კარგად მოვურიოთ და ჩავასხათ ფქვილში. მოვზილოთ ცომი, ნელ-ნელა შევურიოთ ზეთი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდოთ დაახლოებით 1 საათით თბილ ადგილში, ამოსაფუებლად.

ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. დავუმატოთ ფარშს, ასევე დავუმატოთ მარილი და წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად მოვურიოთ. თუ ფარში ძალიან სქელია, დავუმატოთ ცოტა ცივი წყალი და კარგად მოვურიოთ.

ცომი გავაბრტყელოთ ნახევარი სანტიმეტრის სისქის ფენამდე და გამოვჭრათ დაახლოებით 7-8 სმ დიამეტრის წრეები. უფრო გამარტივდება, თუ ცომს გავყობთ ორ ნაწილათ და ჯერ ერთ ნახევართან ვიმუშავებთ, შემდეგ მეორესთან.

წრეებზე დავდოთ დაახლოებით 1 ჩ.კ. ფარში და ზევიდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

გადავკეცოთ შუაზე და შემდეგ კიდე ერთხელ და დავამაგროთ კიდეები.

ჩავალაგოთ ეს პატარა ღვეზელები მრგვალ ფორმაში ერთმანეთთან მჭიდროთ.

ბოლომდე შევსებული ფორმა დაახლოებით ნახევარი საათით დავტოვოთ, რომ კიდე ამოფუვდეს.

ამის შემდეგ, ზევიდან გადავუსვათ 1 ს.კ. რძესთან ათქვეფილი 1 კვერცხის გული და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.

გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page