top of page

ჩილი კონ კარნე


ჩვენი დღევანდელი გმირი მექსიკურ- ამერიკული, უფროკო კრეტულად კი მექსიკურ-ტეხასური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია.

კერძს ძირითადი კომპონენტები ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ცხარე წიწაკა, საქონლის ხორცი და ლობიოა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ეს კერძი თქვენს სამზარეულოში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

დაგვჭრდება:

1-2ცალი ცხარე წითელი წიწაკა

6-8 ფირფიტა ბეკონი

500 გ საქონლის ხორცი

500 გ ლობიო

5-6 კბილი ნიორი

1-2 თავი ხახვი

3-4 ცალი ცოცხლაი ან 1 ქილა კანგაცლილი კონსერვირებული პომიდორი

1 ს.კ. ტომატ-პასტა

1 ს. კ. პაპრიკა

1 ჩ.კ. ხმელი ორეგანო

1 ჩ.კ. ძირა

1 ს.კ. ფქვილი

1,5 ჭიქა ხორცის ბულიონი ან წყალი

ერთი კონა ქინძი

მარილი

შავი წიწაკა

ლობიო წინასწარ ჩავალბოთ ცივ წყალში, შემდეგ მოვხარშოთ. გადავწუროთ წყალი.

ბეკონი დავჭრათ და მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე. ამოვითოთ ბეკონი და მის ცხიმში შევბრაწოთ პატარა კუბებად დაჭრილი ხორცი დაახლოოებით 10წუთი, თან ხშირად ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი. ვთუშოთ ერთად ხახვის დარბილებამდე. დავუმატოთ სუნელები, ტომატ-პასტა, დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი და ფქვილი, კარგად მოვურიოთ, ვთუშოთ 1-2 წუთი და დავასხათ ბულიონი ან წყალი. დავუმატოთ შემწვარი ბეკონი, დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ დაახლოებით ერთი საათი, მანამდე, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება. დავუმატოთ ლობიო, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, (წიწაკას წინასწარ გამოვაცალოთ გული. მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა და ვხარშოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 5-10 წუთი. შემდეგ გამოვრთოთ ქურა და დავამატოთ ჩვენ ჩილის წვრილად დაჭრილი ქინძი. მოვურიოთ და დავაფაროთ თავსახური.

მიირთვით ჩილი კონ კარნე ბრინჯის გარნირთან და არაჟანთან ერთად!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page