ბეილის - ჩიზქეიქი
პარასკევის საღამოსთვის უგემრიელესი დესერტის რეცეპტი შემოვინახეთ. აი ისეთის, შაბათ-კვირას მეგობრების სტუმრად მოწვევის საბაბი რომ გახდება.
ძირისთვის დაგვჭირდება:
250 გ შოკოლადის ორცხობილა
100 გ კარაქი
2-3 ს.კ. წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი
შიგთავსისთვის დაგვჭირდება:
700 გ კრემჩიზი
100 გ შაქარი
150 მლ 33% ნაღები
150 მლ ბეილისი
3 კვერცხი
ვანილი
2 ს.კ. სახამებელი
შოკოლადის განაშისთვის:
6 ს.კ. შაქარი
3 ს.კ. კაკაო
9 ს.კ. მდუღარე წყალი
50 გ კარაქი
ორცხობილა და ნიგოზი კარგად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ დამდნარი კარაქი. ჩავდოთ ეს მასა საცხობ ფორმაში და კარგად დავტკეპნოთ.
შევდოთ ჩვენი ძირი 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10წუთით.
სანამ ძირი გრილდება,მოვამზადოთ შიგთავსი: კარგად ავთვიფოთ კრემჩიზი და შაქარი, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ ნაღები და ისევ მოვურიოთ, შემდეგ ბეილისი, სახამებელი, ვანილი. უნდა ივიღოთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასა. ეს მასა დავასხათ ჩვენ ძირს და შემდეგ ფორმა ჩავდგათ უფრო მოზრდილ მდუღარე წყლით სავსე ფორმაში და შევდოთ ღუმელში. ნამცხვარი უნდა გამოცხვეს ორთქლში. ცხვება დაახლოებით საათნახევარი.
გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
მოვამზადოთ შოკოლადის განაში: კარგად ავურიოთ კაკაო და შაქარი, დავუმატოთ მდუღრე წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ დავუმატოთ კარაქი. რომ გალღვება კარგად მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
განაში რომ შეგრილდება, გასქელდება. მოვასხათ ჩვენ ჩიზქეიქს.
გემრიელად მიირთვით!