top of page

კუინ-ამან (kouign amann)- ფრანგული ფენოვანი ფუნთუშა


რამოდენიმე დღის წინ ერთი ბრეტონული ნამცხვარი უკვე შემოგთავაზეთ. დღეს კიდევ ერთის გაკეთება ვისწავლოთ. შემოგთავაზებთ სრულიად არაჩვეულებრივ ფენოვანი ცომისგან მომზადებულ ბრეტონულ ფუნთუშებს. ფხვიერი, ხრატუნა ცომი და ტკბილი კარაქის შიგთავსი... ნამდვილად უგემრიელესია!

დაგვჭირდება:

1 ს.კ. საფუარი

3/4 ჭიქა რძე

2 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი

ვანილი

120 გ მარილიანი კარაქი+ 30 გ ზევიდან მოსასხმელად.

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ 1 ჩ.კ. შაქარი და დავტოვოთ 10-15 წუთით, საფუარი რომ ამოძრავდეს.

ამის შემდეგ, დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. კარგად მოვზილოთ, დავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ 1 საათით თბილ ადგილში.

როცა ცომი ამოფუვდება, გავაბრტყელოთ დაახლოებით 30х40 სმ სიდიდის მართკუთხედად, შუაგულში დავდოთ დაჭრილი ცივი კარაქი და შევახვიოთ კონვერტივით. ისევ გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ვანილიანი შაქრის მეოთხედი და ისევ კონვერტად შევახვიოთ. გავაბრტყელოთ, ისევ მოვაყაროთ მეოთხედი შაქარი და შევახვიოთ. ბოჯერ აგვაბრტყელოთ, მესამე მეოთხედი შაქარო მოვაყაროთ, შევახვიოთ დადა შევდოთ 1 საათით მაცივარში.

ამის შემდეგ, გამვიღოთ, მოვაყაროთ დაფას შაქარი, დავადოთ ცომი, ზევიდანაც შაქარი მოვაყაროთ და გავაბრტყელოთ დაახლოებით 1,5 სმ სისქის მართკუთხედამდე.

დავჭრათ ცომი თანაბარ კვადრატებად, ეს კვადრატები მოვკეცოთ და კექსების საცხობ ფორმაში ჩავდოთ,

ფორმას წინასწარ კარაქი მოუსვათ. ხოლო ჩვენ ფუნთუშებს ზევიდან მორჩენილი შაქარი მოვაყაროთ და გამდნარი კარაქი მოვასხათ, რადგან შაქარმა ღუმელში კარამელიზაცია უნდა განიცადოს.

შევდოთ ფორმა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page