ბროკოლის და ფეტას ტარტი
ეს უნაზესი ღვეზელი გემრიელი და ძალიან ნოყიერია. ამიტომ, ლანჩისთვის იდეალურია. ასევე, მათთვის, ვისაც ნოყიერი საუზმე უყვარს.
ბროკოლი ინარჩუნებს თავის ხასხასა ფერს, ფეტა მას განუმეორებელ გემოს შესძენს, ხოლო ნაღების სოუსი - სინაზეს. ტარტი მარტივი მოსამზადებელია და ერთნაირად გემრიელია როგორც ცხელი, ასევე ცივიც.
ცომისთის დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
1 კვერცხი
200 გ ხაჭო
2 ჭიქა ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა ძმრით
მწიკვი მარილი
შიგთავსისთვის დაგვჭირდება:
400-500 გ ბროკოლი
2 კვერცხი
300 მლ ნაღები (10-15%)
200 გ ყველი ფეტა
50 გ პარმეზანი
0,5 ჩ.კ. ხმელი ბეგქონდარა
1 მუჭა პეკანი ან ნიგოზი
წიწაკების მიქსი
მოვამზადოთ ცომი: ფქვილის შევურიოთ მარილი და სოდა, დავუმატოთ ხაჭო, კუბებად დაჭრილი კარაქი და ავკეპოთ. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და 1 ს.კ. ცივი წყალი. მოვზილოთ მკვრივი ცომი. დავაგორგოლოთ და შევდოთ 40 წუთით მაცივარში.
ამასობაში, ბროკოლი გავარჩიოთ და მოვწალოთ 5 წუთის განმავლობაში.
ფეტა დავჭრათ პატარა კუბებად, კვერცხი და ნაღები ერთად ავთქვიფოთ.
ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში ისე, რომ გვერდებზეც ამოვიდეს. დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
ცომზე დავდოთ ბროკოლი, ფეტა, მოვაყაროთ ბეგქონდარა და მოვასხათ ათქვეფილი ნაღები და კვერცხი. ზევიდან მოვაყაროთ წიწაკების მიქსი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
გამოვიღოთ ტარტი, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი, ნიგოზი და გამოვაცოხთ კიდე 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!