top of page

ფორთოხლის კექსი


ერთ -ერთი ყველაზე არომატული და გემრიელი ხილის, ფორთოხლის სეზონიც მოდის. მისგან უამრავი საინტერესო კერძის და, რა თქმა უნდა, დესერტის მომზადება შეიძლება.

ჩვენ მარტივი კექსით დავიწყებთ. რასაკვირველია, ძლიან გემრიელიც იქნება.

დაგვჭირდება:

150გ კარაქი

1,5 ჭიქა შაქარი

4 კვერცხი

სოდა ძმრით

ვანილი

მწიკვი მარილი

1-2 ფორთოხლის ცედრა და წვენი

1 ჭიქა ფქვილი

თეთრი მინანქრისთვის:

1 კვერცხის ცილა

1 ჩ.კ. ლიმნის წვენი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი, კვერცხი, შემდეგ ვანილი, ფორთოხლის წვენი და ცედრა (ცოტაოდენი ცედრა გადავინახოთ), სოდა ძმრით, მარილი და ბოლოს ფქვილი.

საცხობ ფორმას კარგად წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ოდნავ ფქვილი, შემდეგ ჩავასხათ ბისკვითი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთი ვაცხოთ.

როცა ნამცხვარი გამოცხვება, ამოვიღოთ ფორმიდან და დავდოთ გასაგრილებლად.

მოვამზადოთ თეთრი მინანქარი: კვერცხის ცილას დავუმატოთ ახლადგამოწურული ლიმნის წვენი, სემდეგ შაქრის პუდრა და კარგად ავთქვიფოთ. მასა რომ გამკვრივდება, გადავუსვათ ჩვენ გაგრილებულ კექსს, ზევიდან კი მოვაყაროთ გადადებული ფორთოხლის ცედრა.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page