ღორის ჩალაღაჯი თეთრი ღვინის სოუსში
ფრანგული სამზარეულოს კიდე ერთი უგემრიელესი კერძი.
დაგვჭირდება:
1,5 კილომდე ღორის ჩალაღაჯი
5 კბილი ნიორი
2 ჩ.კ. ნედლი ბეგქონდარა (შეგიძლიათ ქონდარით შეცვალოთ)
2 ჩ.კ. ნედლი როზმარინი
2 ჩ.კ. ნედლი შალფეი (თუ ნედლი ვერ იშოვეთ, ხმელით შეცვალეთ, მაგრამ შეამცირეთ რაოდენობა. ასევე, როზმარინიც)
მარილი
შავი წიწაკა
250 მლ თეთრი ღვინო
200 მლ ნაღები (10-15%)
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსამდე.
გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი. ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან.
გადავიტანოთ ხორცი ცეცხლგამძლე კერამიკულ ფორმაში. ერთ ს.კ. ზეთში გავხსნათ დაჭყლეტილი 3 კბილი ნიორი, თითო კოვზი ბეგქონდარა, შალფეი, როზმარინი და წავუსვათ ხორცს. შემდეგ შევდოთ ღუმელში დაახლოებით 1,5-2 საათი, მზადყოფნამდე.
გამომცხვარ ხორცს გადავაფაროთ ფოლგა და დავტოვოთ ამ მდგომარეობაში 20 დაახლოებით 20 წუთი. ხორცი გაიჟღინთება არომატებით.
ამასობაში, ტაფაში, რომელშიც შევწვით ხორცი ჩავასხათ ღვინო, წამოვადუღოთ, რომ ალკოჰოლი აორთქლდეს, დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დარჩენილი სუნელები და დავამატოთ ნაღები. კარგად მოვურიოთ, რომ გასქელდება და სოუსის კონსისტენციის გახდება, გამოვრთოთ ქურა.
ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდოთ სოუსში.
მიირთვით გამომცხვარი ხორცი კარტოფილის ან ბრინჯის გარნირით!